კრიმინალური გარჩევა პოლიციის თვალწინ - ახმეტაში მომხდარის დეტალები
სისხლიანი ანგარიშსწორება ახმეტაში - ბრალდებულმა ახმეტაში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1983 წელს დაბადებული პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტვ პირველის ინფორმაციით, კრიმინალური გარჩევა გუშინ 7 საათზე მოხდა. ადგილობრივები ტვ პირველთან ჰყვებიან, რომ დაკავებული მამაკაცი რესტორან "საძმოში" ადგილობრივ სამართალდამცავებთან და კრიმინალური წარსულის მქონე პირებთან ერთად ქეიფობდა. რესტორნის დატოვების შემდეგ შელაპარაკება მათ მოუვიდათ ირაკლი ქინქლაძესთან. დაკავებულმა მამამკაცმა 6-ჯერ გაისროლა და მამაკაცი ბარძაყის არეში დაჭრა. ტვ პირველის ინფორმაციით, შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ქინქლაძის ორსული მეუღლე.