"პირველების" ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

21.11.22 13:15
"პირველების" ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა დანაშაული აღიარა

15 წლის ბიჭის მკვლელობა ზუგდიდში - "პირველების" ინფორმაციით, სასტიკი დანაშაულის ბრალდებით დაკავებულმა დანაშაული აღიარა. 

17 წლის მოზარდი დროებითი მოთავსების იზოლატორშია, ის ადვოკატმა ცოტა ხნის წინ მოინახულა, თუმცა მისი თქმით, არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას არ გასცემს.

 რაც შეეხება საგამოძიებო მოქმედებებს, "პირველების" ინფორმაციით", სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ე.წ. შპიცი და ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოიღეს. ​

შემზარავი ფაქტი გუშინ მოხდა, გამოძიების ინფორმაციით, საბა მამფორიას გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით ჭრილობა 17 წლის მოზარდმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა. 

მსგავსი სიახლეები