კარტოგრაფების საქმე - პროცესზე სადემარკაციო კომისიის წევრი დაიკითხა

27.04.21 15:35
კარტოგრაფების საქმე - პროცესზე სადემარკაციო კომისიის წევრი დაიკითხა

კარტოგარფების საქის არსებითი განხილვა გრძელდება. მოწმის სტატუსით დღეს სხდომათა დარბაზში კომისიის ყოფილი წევრი, ლევან ჯღარკავა, დაიკითხა. ჯღარკავა საზღვრის სადემარკაციო კომისიის წევრი იყო, თუმცა ის საზღვრის დადგენის პროცესში მონაწილეობას არ იღებდა. ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე, ამბობს, რომ მოწმეს სასამართლოსთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია და მისი დაკითხვა მიზანშეწონილი არ იყო.

ის ვერ იხსენებს რაიმე აქტიურ მონაწილეობას კომისიის საქმიანობაში, თუმცა ადასტურებს, რომ კომისიაში იყო სამუშაო გარემო და კომისიაში ყველა გადაწყვეტილება აზრის მოსმენის შემდეგ მიიღებოდა. რა მიზანს ემსახურებოდა მისი დაკითხვა პროკურატურის მხრიდან, ცოტა გაურკვეველია, მას არც ერთი  ფაქტობრივი გარემოება, რომელიც რაიმე სახით გამოკვეთდა ბრალდებულთა ბრალეულობას ,არ წარმოუდგენია",  - ამბობს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე. 

ჯღარკავამ კომენტარი მედიასთან არ გააკეთა.