65 წლის ბაბუა შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ციხეში გაუშვეს - აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული

22.11.22 20:03
65 წლის ბაბუა შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ციხეში გაუშვეს - აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული

65 წლის ბაბუა შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ციხეში გაუშვეს. პენსიონერს გამოძიება 13 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობას ედავება. კაცი დის  შვილიშვილზე, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში სისტემატიურად ძალადობდა და მას აშანტაჟებდა. 

ამბავი მაშინ  გასკდა, როცა მეშვიდე კლასელმა უმძიმესი ფაქტის შესახებ დედას უამბო. გამოძიების ინფორმაციით, საუბარია  ბაბუის მხრიდან შვილიშვილზე ძალდობის მინიმუმ სამ ეპიზოდზე.  

სასამართლო  სხდომა დახურული იყო. ბრალდებულმა  მამაკაცმა   დაარბაზში დანაშაული არ აღიარა და ადვოკატის მომსახურებაზეც უარი თქვა.  თუმცა, ციხეში გადაყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე, დაკავებულმა პენსიონერმა „პირველებს“ უთხრა, რომ მისთვის არავის არაფერი დაუბრალებია. ეს კი ფაქტობრივად დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.

ამბის გახმაურების შემდეგ 65 წლის  კაცის  ოჯახი  რეგიონიდან გაიხიზნა, რადგან  არსებობდა ანგარიშსწორების საფრთხე.

უმძიმესი ამბის დეტალები - იხლეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.