კორონასთან ბრძოლაში ნებისმიერი იარაღი უნდა გამოვიყენოთ - ეკა ტიკარაძე

27.04.21 18:14
კორონასთან ბრძოლაში ნებისმიერი იარაღი უნდა გამოვიყენოთ - ეკა ტიკარაძე

 მოსალოდნელია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს ხელისუფლებამ ჩინური ვაქცინის გამოყენებაც დაიწყო - ასეთი გადაწყვეტილება დღეს იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვაქცინის გაკეთებას 18 წლიდან ყველა მოქალაქე  შეძლებს. იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისს დაიწყება.

საბჭოს სხდომა ძირითადად ,,სინოფარმს" მიეძღვნა. არსებობს ბევრი კომპეტენტური კვლევა, სადაც ,,სინოფარმი" 18-დან 65 წლამდე მოქალაქეებისთვის უსაფრთხო და ეფექტურია. ვაქცინაციის პროცესი ლეტალობის შედეგის დაწევას ხელს შეუწყობს. კორონასთან საბრძოლველად ნებისმიერი იარაღი უნდა გამოვიყენოთ - აცხადებს ეკა ტიკარაძე. 

 ჩინურ ,,სინოფარმზე" რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები დღეს საღამოს 8 საათიდან შეძლებენ. 29 აპრილს კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იტყვის, მიიღებს თუ არა ჩინური მედიკამენტი ავტორიზაციას. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ინდურ შტამზე მოქმედებს როგორც ,,სინოფარმი", ასევე ,,ასტრაზენეკაც".  

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 1578  შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაიცვალა 17.