გულწრფელი თანაგრძნობა კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს - აშშ-ის საელჩო

27.04.21 17:17
გულწრფელი თანაგრძნობა კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს - აშშ-ის საელჩო

ამერიკის საელჩო კახი კავსაძის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს. 

 ლეგენდარული მსახიობის, კახი კავსაძის, გარდაცვალებას ბევრი ქართველი ოჯახის წევრის დაკარგვასავით განიცდის. ბატონი კავსაძის შემოქმედებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უამრავ ადამიანზე და სანაცვლოდ მიღებული სიყვარულისა და პატივისცემის მოზღვავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი მემკვიდრეობა მარადიულია.
აშშ-ის საელჩო გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს კახი კავსაძის ოჯახს, მეგობრებსა და ყველა ქართველს, ვინც მის დაკარგვას გლოვობს -ნათქვამია ამერიკის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

 

 

 ლეგენდარული ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე, ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად დღეს 85 წლის ასაკში თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები