მკვლელობა, თუ თვითმკვლელობა - თბილისში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
მკველობაა თუ თვითმკვლელობა - თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ექპერტ-კრიმინალისტები ცდილობენ დაადგინონ, რა გახდა 60 წლამდე უკრაინის მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი.
შუახნის კაცის ცხედარი მეზობლებმა ეზოში იპოვეს და 112-შიც თვითონ დარეკეს. ერთ-ერთი ვერსიით, კაცი მე-16-ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.
მეზობლების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე ამირეჯიბის გამზირზე რამდენიმე თვეა, რაც გადმოვიდა და მეუღლეს, შვილსა და სიდედრთან ერთად ცხოვრობდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ისინი ვერ ხსნიან, რატომ გადაწყვიტა მათო ოჯახის წევრმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება, თუმცა, უშაუალო თვითმხილველი სუიციდის ფაქტის არ არსებობს.
სახლში არ ვიყავი, როცა ეს შემთხვევა მოხდა. მაპატიეთ, ვერ ვსაუბრობ , ახლახანს დავკარგე მშობელი - განუცხადა ,,ტვ პირველს" გარდაცვლილის შვილმა.
გამოძიება 115-ე, მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.