თერჯოლაში ქმარმა ცოლი მოკლა, დანაშაულის ადგილი კი მოლოტოვის კოქტეილით ააფეთქა

24.11.22 22:12
თერჯოლაში ქმარმა ცოლი მოკლა, დანაშაულის ადგილი კი მოლოტოვის კოქტეილით ააფეთქა

თერჯოლაში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა, "პირველების" ინფორმაციით, შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგინტში" მოხდა,  სადაც ქალი იყო დასაქმებული.  მამაკაცმა მაღაზიაში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულ ცოლს მიაკითხა, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და გამოკეტა.  ქალი ადგილზე დაიღუპა.  

ყოფილმა ქმარმა ჩაიდინა მკვლელობა, თანამშრომლები მაღაზიიდან გამოუშვა და ამის შემდეგ მოლოტოვის კოქტეილი ააფეთქა, ყველაფერს ცეცხლი მოედო" - უყვება ერთ ერთი თვითმხილველი პირველებს. 

ადგილზე მეხანძრეები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. თვითმხილველები პირველებს უყვებიან, რომ არიან სხვა დაშავებულებიც. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განხრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები