იარაღი დაკავების დროს არ ჩაუდიათ - გიორგი რურუა

27.04.21 18:59
იარაღი დაკავების დროს არ ჩაუდიათ - გიორგი რურუა

საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიორგი რურუა აცხადებს, რომ დაკავების დროს პოლიციას მისთვის არ ჩაუდია და იარაღი განყოფილებაში დახვდა.

იარაღი დაკავების დროს არ ჩაუდიათ.  რომ მიმიყვანეს განყოფილებაში, იქ მითხრეს, რომ იარაღი მქონდა - განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის იყო ბრალდებული, დღეს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ გათავისუფლდა. 

მსგავსი სიახლეები