ძალადობის მსხვერპლი მონაზონი რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ
ძალადობის მსხვერპლი მონაზონი თბილისში გადმოჰყავთ.
ხაშურის რეფერალური ჰოსპიტალიდან 74 წლის დედაო რეანობომილით დედაქალაქში წამოიყვანეს.
მიზეზი დამატებითი კვლევებია, რომელსაც სასულიერო პირს მაღალ ტექნოლოგიურ კლინიკაში ჩაუტარებენ.
არსებული ინფორმაციით ხანში შესული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტის მისაღებად ემზადება.
მონზონს უცხო პირები ფიზიკურად გუშინ საღამოს გაუსწორდნენ.
შემთხვევა სოფელ ცხრამუხაში გუშინ მოხდა.
მომხდარზე დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიციამ გამოძება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.