ქართველი მძევალი მექსიკაში - 28 წლის კაცს FBI ეძებს

27.04.21 20:08
ქართველი მძევალი მექსიკაში - 28 წლის კაცს  FBI ეძებს

28 წლის საქართველოს მოქალაქეს მექსიკაში ეძებენ. ტვ პირველის ინფორმაციით, ის მექსიკის არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა გაიტაცეს. მამაკაცი მექსიკიდან აშშ-ში გადასვლას არალეგალურად ცდილობდა. საქართველოს გაუჩინარებული მოქალაქე ოჯახს ერთი კვირის შემდეგ შეეხმიანა და უთხრა, რომ გატაცებული იყო. გამტაცებლებმა გამოსასყიდის სახით 100 000 დოლარი მოითხოვეს. გამოსასყიდის სახით ოჯახმა თანხის ნაწილი უკვე გადაიხადა, თუმცა მისი გათავისუფლება ამ დრომდე არ მომხდარა.

ოჯახმა იმხელა ნაწილი გადაიხადა, უკვე უნდა გამოეშვათ - ამბობს ტვ პირველთან ოჯახის ახლობელი.

ტვ პირველის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული არიან ქართველი სამართალდამცავებიც.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები