სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - დაჭრილია ერთი პირი

27.04.21 20:31
სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - დაჭრილია ერთი პირი

სისხლიანი დაპირისპირება ზუგდიდში - tvpirveli.ge-ს ინფორმაციით, კომბინატის დასახლებაში, კაცმა მეზობელი ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს ერთი ჭრილობა აღენიშნება, მისი სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 
არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დანაშაულის მოტივი უცნობია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.