მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ - ივანიშვილი კახი კავკაძეზე

27.04.21 20:33
მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ - ივანიშვილი კახი კავკაძეზე

ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი – კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრი და კინო თაობებს შეაყვარა.

კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.
კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ.

ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია," – აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის წერილში.