თბილისში "სინოფარმის" ვაქცინაზე ადგილები სრულად შეივსო

28.04.21 10:18
თბილისში "სინოფარმის" ვაქცინაზე ადგილები სრულად შეივსო

რეგისტრაციიდან 2 საათში თბილისში "სინოფარმის" ვაქცინაზე ყველა ადგილი შეივსო. ჯამში მთელი საქართველოს მასშტაბით "სინოფარმით" ასაცრელად 6705 ადამიანი დარეგისტრირდა.

საქართველოში ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა 3 აპრილს შემოვიდა, თუმცა ვაქცინაცია ჯერ არ დაწყებულა. "სინოფარმს" ჯერჯერობით არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. ,,ჯანმო"-მ შესაძლოა, ჩინური ვაქცინა  29 აპრილს აღიაროს.  

ვაქცინა ჯერჯერობით მხოლოდ უნგრეთის მარეგულირებელმა აღიარა. ვაქცინა გამოიყენება სამხრეთ აფრიკაში, აზიასა და ევროპის ქვეყნებში.  „სინოფარმი“ დამტკიცებულია ბაჰრეინში, ეგვიპტეში, სინგაპურში, თურქეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. ევროპაში ვაქცინას იყენებს უნგრეთი, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.  „სინოფარმი“ ჯამში  45 ქვეყანაში გამოიყენება. 

მსგავსი სიახლეები