ახალი დახმარების პაკეტი უკრაინას - ესპანეთი ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს მიაწვდის

30.11.22 10:49
ახალი დახმარების პაკეტი უკრაინას - ესპანეთი ომში მყოფ ქვეყანას თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს მიაწვდის

ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და გენერატორებს მიაწვდის - ინფორმაციას 
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მინისტრი წერს, რომ ესპანელმა კოლეგამ უკრაინისთვის ახალი დახმარების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება შეხვედრაზე  დააუდასტურა.

რუსულმა არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე სადგურები დაბომბა. ქვეყნის ტერიტორიაზე რამდენიმე ოლქი ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები