ბადრი ესებუას ბედი კვლავ უცნობია

04.03.21 19:23
ბადრი ესებუას ბედი კვლავ უცნობია

ბადრი ესებუას ადვოკატის თქმით, დღეს სასამართლომ ბრალდებულსა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები მოისმინა, რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპს, რომელიც შემდეგ სხდომაზე უნდა გაიმართოს, პროცესი, ჯერჯერობით, გაურკვეველი ვადით გადაიდო. დღესვე, "საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმის, ბიძინა ესებუას, საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ასევე შესავალ სიტყვებს მოუსმინეს. შემდეგი პროცესი კი 24 მარტს ჩაინიშნა.ბიძინა ესებუას უფლებადამცველის თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ის მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ამ დრომდე სამართალდამცავები მისი ძმის ადგილსამყოფელს ვერ პოულობენ. ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვასა და ტარებას ედავება.

მსგავსი სიახლეები