საბანკო სესხები შესაძლოა, გაძვირდეს - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება

28.04.21 11:56
საბანკო სესხები შესაძლოა,  გაძვირდეს - ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება

საბანკო სესხები შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს - ეროვნული ბანკი დღეს რეფინანსების განაკვეთზე იმსჯელებს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, ვისაც სესხი ეროვნულ ვალუტაში აქვს გამოტანილი. რამდენი პროცენტით გაიზრდება სესხი, ამის შესახებ ცნობილი დღეს გახდება.

პარალელურად, ლარი ამ დღეებში გაუფასურების ანტირეკორდს ხსნის. სავალუტო რეზერვებიდან გაყიდული დოლარი ლარის გაუფასურებას ვერ აჩერებს. ეკონომისტები პოზიტიურ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მათი თქმით, მალე ლარის 3 და 60-იან ნიშნულსაც ვიხილავთ. 

მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური ბარომეტრისა, ლარის გაუფასურების  არის, ის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა მიდის ათეული წლებია. სამწუხაროდ, იხილავთ 3 და 60-იან ნიშნულს. ეს ნიშნავს იმას, რომ კვლავ იქნება ფასების ზრდა პროდუქციაზე, მომსახურეობაზე და კვლავ გვექნება საპროცენტო განაკვეთის მატება, - ამბობს სპეციალისტი. 

ინფლაციის შესაჩერებელად სესხებზე გნაკვეთის გაზრდა ერთ-ერთი ნაცადი მეთოდია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ნახევარ საათში გახდება ცნობილი.