რიონის მცველები გადაწყვეტილების მოლოდინში - წყალტუბოს სასამართლოსთან აქცია იმართება

28.04.21 11:58
რიონის მცველები  გადაწყვეტილების მოლოდინში - წყალტუბოს სასამართლოსთან აქცია იმართება

აქტივისტები გუმათიდან წყალტუბოში მიემართებიან. რიონის მცველების აქცია წყალტუბოს სასამართლოსთან გაიმართება. ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

დღეს სასამართლო პროცესი  გარემოს დაცვის სამინიტროსა და კომპანიას "ენკას" სარჩელზე გაიმართება. 

მოდავე მხარე, რამდენადაც სასაცილო და ირონიული არ უნდა იყოს, არის ხელსიუფლების წარმომადგენელი, ედავებიან ,,ენკას" უკანონოდ სამუშაოების წარმოებას, რაზეც ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არის უკანონო სამუშაოები უნდა გაჩერდეს. ჩვენ გვიმტკიცებენ, რომ კანონიიერად ხება და მეორე მხრივ, დავა აქვთ "ენკასთან", - ამბობს მირზა ნოზაძე.