მისი გათავისუფლების გზებზე ვმსჯელობთ - სალომე სამადაშვილი მელიას ხვდება

28.04.21 12:41
მისი გათავისუფლების გზებზე ვმსჯელობთ -  სალომე სამადაშვილი მელიას ხვდება

ამ წუთებში სალომე სამადაშვილი რუსთავის იზოლიატორში ,,ნაცმოძრაობის" დაპატიმრებულ თავმჯდომარეს ხვდება. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საუბარი ნიკა მელიას გათავისუფლების გზებთან დაკავშირებით გაიმართება. აგრეთვე, მოხდება მელიას  ინფორმირება, თუ რა განწყობა აქვთ პარლამენტის დეპუტატებს ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.

ნიკა მელიას გათავისუფლების გზებზე ვიმსჯელებთ და ასევე უნდა მოვახსენო იმ დეპუტატების პოზიცია, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და ვუთხრა, რა განწყობა გამოიხატა ამნისტიის კანონპროექტის შესახებ. ერთად განვიხილავთ,  რა შესაძლებლობებს ხედავს ნიკა მელია, თუ  როგორ  დატოვოს საპყრობილე - განუცხადა ტვ პირველს პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის ინფორმაციით, მელიასთან საუბრისას მისი ევროკავშირის თავდებობით გამოშვების საკითხიც განიხილება.