ძალიან აქტიურია თბილისი, რეგისტრაცია გაფართოვდება - პაატა იმნაძე "სინოფარმით" ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის, თქმით, "სინოფარმის" ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოს 6 700-მა მოქალაქემ უკვე გაიარა. თბილისში ადგილები ამ დროისთვის ამოწურულია, თუმცა 15 მაისის შემდეგ რეგისტრაცია კვლავ იქნება შესაძლებელი.
ჯერ-ჯერობით პორტალი გახსნილია 15 მაისამდე. ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია, რაც ძალიან სასიხარულოა. განსაკუთრებით აქტიურია ისევ და ისევ თბილისი. 4 500 ადამიანია რეგისტრირებული უკვე. რეგისტრაცია გაფართოვდება, რა თქმა უნდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში წარმატებით განვითარდება", - თქვა პაატა იმნაძემ.