მისი დაჭერა შვებაა, ჩემი რძალი ქმრის მკვლელობისთვის უნდა დაისაჯოს - მოკლული ბიზნესმენის დედა

28.04.21 13:10
მისი დაჭერა შვებაა, ჩემი რძალი ქმრის მკვლელობისთვის უნდა დაისაჯოს - მოკლული ბიზნესმენის დედა

კასპში მომხდარი საზარელი მკვლელობის საქმე - ქმრის მკვლელობის დაფარვის ბრალდებით დაკავებულ ქეთი ჩხაიძეს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედა, "პირველებთან" ამბობს, რომ რძლის დაკავებით შვება იგრძნო, თუმცა ხათუნა რაზმაძე აღნიშნავს, რომ ქეთი ჩხაიძე არა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, არამედ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის უნდა დაისაჯოს. 

მისი თქმით, 33 წლის კაცი ცოლმა შვილების თვალწინ მოკლა და გვამი გადამალა: 

რაღაცნაირად ის დიდი ტკივილი მომეშვა, რომ ამოსუნთქვის საშუალება მაინც მექნება, მაგრამ ეს ქალი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს განა მარტო იმიტომ, რომ ქმარი მოკლა, კიდევ იმიტომ, რომ საჩივარი შეიტანა ჩემს სახელზე, რომ თურმე სახლში მივუვარდი და შვილები შევუშინე. ქალმა, რომელმაც საკუთარი ქმარი შვილების თვალწინ მოკლა, ბავშვების მამა მოკლა და გადაადგო...  რა თქმა უნდა, მისი დაჭერა ჩემთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბოლომდე მივყვები საქმეს, არ დავიხევ უკან, სანამ სათანადოდ არ დაისჯება. უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს" - ამბობს ნოდარ ღუნაშვილის დედა. 

კასპში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დააკავეს. ტვ პირველის ინფორმაციით, ქეთი ჩხაიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მსგავსი სიახლეები