წონის 28% დაკარგა, რეალურია საშიშროება, დაემართოს სისხლდენა, ინსულტი, ინფარქტი - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

05.12.22 17:55
წონის 28% დაკარგა, რეალურია საშიშროება, დაემართოს სისხლდენა, ინსულტი, ინფარქტი - სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

მოსალოდელია სისხლდენა, ინსულტი და ინფარქტი. საკაშვილს წონის 28 % აქვს დაკარგული,  30% კი უკვე კრიტიკული ნიშნულია - სააკაშვილის მკურნალ ექიმთან შესული სამედიცინო კონსილიუმის წევრი, გიორგი გრიგოლია,  უმძიმესი პასუხებით გამოვიდა.

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი, რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია, ამბობს, რომ ნებისმიერ დროს მოსალოდნელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესება.

მაინტერესებდა მკურნალი ექიმის აზრი. დაწვრილებით გავიარეთ მთელი ის 6 თვე. ყველა ექიმი გრძნობს და ამას აღიარებენ, რომ განსაკუთრებით ბოლო თვენახევარში დამძიმდა, 28% წონის კარგვა არის ძალიან დიდი, რადგან ითვლება, რომ 30% არის კრიტიკული. 30%-ის შემდეგ შეიძლება, დაიწყოს შეუქცევადი პროცესები. ეს არის საწყისად სტრესით დაწყებული და ეს სტრესი არ ლაგდება არანაირად.

ნებისმიერი გართულება, რაც შეიძლება, რომ დაემართოს, სისხლდენა იქნება, ინსულტი, ინფარქტი იქნება, არ მინდა ახლა, ამაზე კონკრეტულად ვილაპარაკო, ასე წონის ვარდნა თუ გაგრძელდა, თვე, თვენახევრის შემდეგ რესურსები ამოიწურება ორგანიზმის და ნებისმიერი გართულება შეიძლება ჰქონდეს, კახექსია - აცხადებს გიორგი გრიგოლია.

 

მსგავსი სიახლეები