უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტი რჩება - ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა ისევ ვერ ხერხდება

05.12.22 19:26
უკრაინაში ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტი რჩება - ქართველი მეომრების ცხედრების გამოტანა ისევ ვერ ხერხდება

აკრძალული იარაღი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ -  ბახმუტის სამოქალაქო ინფრატსრუქტურასა და სტრატეგიული ობიექტებზე  კასეტური ბომბები ცვივა.  

ბრძოლაში დაჭრილი ქართველი მებრძოლი "პირველებს" ექსკლუზიურ ინტერვიუს საავადმყოფოდან აძლევს, სადაც მასთან ერთად  5 ქართველი მკურნალობს. მიშა ბატურინი იმ ჯოჯოხეთს აღწერს, რომელიც მათ ბახმუტის დაცვის დროს გამოიარეს.

ამ დრომდე ვერ ხერხდება დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრების სამშობლოში გადმოსვენება. ქართველებს და უკრაინელებს ცხელი წერტილიდან მათი გამოტანის არაერთი მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე ამ დრომდე უმძიმესი ვითარებაა.  

საქართველოში კი დაღუპულ გმირებს გლოვობენ. ახლა ოჯახების ერთადერთი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე გადმოასვენონ ბიჭები სამშობლოში. დაღუპულების ახლობლები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ ყურადღებას ხელისუფლების ნაცვლად ჟურნასლიტები აქცევენ.

ხელისუფლებისგან მიტოვებული ჭირისუფლები სამძიმარს ხალხისგან იღებენ.  ახლა მათი მთავარი იმედი ისევ ის ქართველი მებრძოლები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაღუპული მეგობრების გადმოსვენებისთვის იბრძვიან.

 

მსგავსი სიახლეები