ჰყავთ თუ არა მევახშეებს გავლენიანი მფარველები მთავრობაში - საგანგაშო კვლევა
ჰყავთ თუ არა ამ ქვეყანაში მევახშეებს გავლენიანი მფარველები მთავრობაში - ვრცელდება საგანგაშო კვლევა, რომელიც ბევრ კითხვას ბადებს.
ირკვევა, რომ 2011 დან 2019 წლამდე იძულებით აქუციონზე 17 ათას ხუთასზე მეტი ბინაა გაყიდული, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ბოლო სამ წელში კი ეს ციფრი კიდევ გაიზარდა. მიზეზი კანონში არსებული შავი ხვრელია, რომელიც მევახშეს თვალთმაქცური ხელშეკრულების გაფორმების უფლებას აძლევს.
საქმე კი ბოლოს მათ მიერ სხვისი ქონების დატაცებამდე მიდის. კვლევით დგინდება, რომ მევახშეების მიზანი არა გასესხებული თანხის პროცენტით უკან დაბრუნებაა, არამედ უძრავი ქონების ხელში ჩაგდება, რომლის ღირებულებაც გაცილებით მეტია.
მევახშეებს აქამდე გზა მთავრობისა და პარლამენტის მიერ კანონში დაშვებულმა შეცდომამ გაუხსნა, თუმცა ფაქტია, რომ უკვე წლებია, არავინ ამ კანონის შეცვლას არ აპირებს.
უფრო მეტი ნახეთ რეპორტაჟში.