ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული ვირუსის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის - ეკა ტიკარაძე

28.04.21 14:39
ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული  ვირუსის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის - ეკა ტიკარაძე

ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობა 30-მდე გაიზარდა, პროცესში ვაქცინაციის ოფიცრები ჩაერთვებიან - აცხადებს ეკა ტიკარაძე. ამ წუთებში პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა მიმდინარეობს. 

ქვეყანას შეუფერხებლად ექნება ვაქცინების მოწოდება სხვადასხვა მწარმოებლებისგან, ეტაპობრივად ვზრდით ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, 30 უკვე მუშაობს, ვაქცინაციის პროცესში ოფიცრების სტატუსით ახალგაზრდები ჩაერთვებიან და მოსახლეობის ინფორმირებას მოახდენენ, მოსახლეობას ელექტრონულ რეგისტრაციაშიც დაეხმარებიან, ინფიცირების შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ სექტორს მხოლოდ ექიმების გადაწყვეტილების შემდეგ მივმართავთ, კლინიკური სასტუმროების სახით დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული, ჯანდაცვის სისტემა სათანადოდ არის მომზადებული კოვიდის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის.  დღეს არსებული მოცემულობით, ფარმაცევტული, თუ სადისტრიბუციო ქსელი  მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.  იქმნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც  როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლის, ამით დასრულდება კულუარული ლობირება -   განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას ეკა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფარგლებში გამოდის.