"უცნობი" და ვატო შაქარიშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

28.04.21 14:40
"უცნობი" და ვატო შაქარიშვილი ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან

გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი" და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ვატო შაქარიშვილი, ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს თავდებში უდგებიან. ამის შესახებ მათ პრესკონფერენცია გამართეს. შაქარიშვილის თქმით, ისინი ხელმოწერებს აგროვებენ და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ, გათავისუფლდნენ სანაიას თავდასხმაში ბრალდებული პირები. მისი თქმით, თავდებობის დოკუმენტს ხელი უკვე 2 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა. 

 ეს არის დიდი ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. ეს ბიჭები უნდა დავიცვათ პოლიტმედია ტერორისგან. მაშინ, როცა საყოველთაოდ ცნობილი დამნაშავეები პარლამენტის შტურმის ავტორები, კრიმინალები და ზონდერები, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან, ახალგაზრდა ბიჭები სასამართლო განაჩენამდე მოძალადეებად გამოცხადდნენ და მათ გირაოზეც კი უარი ეთქვათ, მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე გვაქვს მართლმსაჯულების მახინჯ სისტემასთან, რომელიც ექვემდებარება პოლიტმედია ბულინგს", - თქვა ვატო შაქარიშვილმა. 

"ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი ოჯახის წევრებს თავს 25 თებერვალს დაესხნენ.  ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მოსამართლემ სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.