ხელფასი არ მოგემატებათ - ,,აზოტის" დირექციის პასუხი აქციის მონაწილეებს

28.04.21 15:14
ხელფასი არ მოგემატებათ - ,,აზოტის" დირექციის პასუხი აქციის მონაწილეებს

ამ წუთებში ხმაურია ,,აზოტის" ადმინისტრაციულ შენობასთან. ქარხნის ადმინისტრაციამ გაფიცულებს ხელფასის მომატებაზე უარი განუცხადა. ხელმძღვანელობის პასუხს გაფიცულები ხმაურითა და შეძახილებით შეხვდნენ.

გაფიცულები მოუწოდებენ ,,აზოტის" ქარხნის სხვა მუშებს, შემოუერთდნენ პროტესტს და ქარხნის სრული პარალიზება მოახდინონ.

ტვ პირველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა სამართალდამცველები  მოვლენებს მხოლოდ აკვირდებიან და რაიმე ქმედით ნაბიჯი არ გადაუდგამთ.

დირექტორმა არაფერი სასიკეთო არ თქვა, არც ერთ კაპიკს არ გვიმატებს, ყველა, ვინც შეგნებულია, ჩვენს გვერდით დადგება, ვაპირებთ ქარხნის ტერიტორიაზე შესვლას,  რათა ქარხნის სრული პარალიზება მოახდინონ - აცხადებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

რუსთავის ,, აზოტის" პერსონალი ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-იან ზრდას ითხოვს.