შსს-ს მომსახურების სააგენტო აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით არ იმუშავებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 აპრილს, 1, 2, 3 მაისს არ იმუშავებს. სააგენტო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 30 აპრილი, 1, 2 და 3 მაისი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღეებად - ნათქვამია განცხადებაში.