მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა - ღუნაშვილის ცოლის ადვოკატი

28.04.21 15:33
მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობდა - ღუნაშვილის ცოლის ადვოკატი

28 წლის დაკავებული, ქეთევან ჩხაიძე გორის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. მისი ადვოკატის,  ჯაბა კოჭლამაზაშვილის შეფასებით, დაკავების აუცილებლობა არ არსებობდა, რადგან მოკლული ღუნაშვილის ცოლი გამოძიებასთან თანამშრომლობა და მისი მიმალვის საფრთხეც არ იყო. 

რა ახალი გარემოება გამოვლინდა ვერ გეტყვით, ვინაიდან საქმის მასალებს ჩვენ არ ვიცნობთ. ახალი ბრალდებული თანამშრომლობდა გამოძიებასთან, გამოცხადდა საგამოძიებო ექსპერიმენტზე,გამოცხდდა ნებისმიერ დაძახილზე, არ არსებობდა არანაირი საფუძველი მისი დაკავების, ბავშვების თანდასწრებით მითუმეტეს, არც მიმალვის არც ახალი დანაშაულის და არც მოწმეებზე ზემოქმედების  არ არსებობდა, უბრალოდ ზემოქმედებას ვერ გაუძლო საგამოძიებო უწყებებმა, რამდენიმე დღის წინ მივარდნენ სადაც ცხოვრობენ ბავშვები. მათი შვილიშვილი იყო იქ მაგრამ აბრახუნეს მოაწყვეს აქციები", - ამბობს ჯაბა კოჭლამაზაშვილი. 

მოკლული ნოდარ ღუნაშვილის ცოლი დღეს საკუტარ სახლში დააკავეს. ჩხაიძეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

მოკლულის დედა, ხათუნა რაზმაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მისი რძალი მკვლელობის უშუალო მონაწილეა. ოჯახი დაკავებულის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები