შეგვიძლია თუ არა, გადავწიოთ, ან გავაუქმოთ კომენდანტის საათი? - კაჭარავა მინისტრს

28.04.21 16:01
შეგვიძლია თუ არა, გადავწიოთ, ან გავაუქმოთ კომენდანტის საათი? - კაჭარავა მინისტრს

შეგვიძლია თუ არა, კომენდანტის საათი გადავწიოთ, ან გავაუქმოთ? შესაბამისი კითხვით  ,,ქართული ოცნების" წევრმა, დავით კაჭარავამ, პარლამენტში მყოფ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა. 

შეგვიძლია, თუ არა, გადავწიოთ, ან საერთოდ გავაუქმოთ კომენდანტის საათი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა გადაადგილდება სამოქალაქო ტრანსპორტით და იმ დროს, როცა კომენდანტის საათი იწყება? მოსახლეობის უმრავლესობა ერთდროულად ხვდება სამოქალაქო ტრანსპორტში, იქმნება მობილობის დიდი დონე, რაც დაავადების  დიდ რისკებს ქმნის“ - მიმართა უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ტიკარაძეს.

 საქართველოში კომენდანტის საათი 5 თვეა მოქმედებს.  მთავრობის გადაწყვეტილებით, საღამოს 21:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.  საკოორდინაციო საბჭომ სააღდგომოდ ყველა შეზღუდვა ძალაში დატოვა.