საქართველოში სოციალური კოდექსი შეიქმნება - ტიკარაძე

28.04.21 16:16
საქართველოში სოციალური კოდექსი შეიქმნება - ტიკარაძე

წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე სოციალური კოდექსის სახით მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა. 

 ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ევროპელ ექსპერტთა ჩართულობით მიმდინარეობს საქართველოსა და ევროპის სოციალური სისტემების შესწავლა, რაც სოციალური კოდექსის შექმნის საფუძველი გახდება.

ამ ეტაპზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი - განაცხადა ეკა ტიკარაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, აღნიშნული  ინიციატივა საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობით განხორციელდეს.

ტიკარაძე დღეს პარლამენტში ,,მინისტრის საათის" ფარგლებში გამოვიდა.