სასამართლო სპეცრაზმელთა ალყაშია - ცისკარა ტოხოსაშვილს პატიმრობა შეეფარდა
ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებულ ცისკარა ტოხოსაშვილს, რომელიც გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააპატიმრეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ტერორიზმის ხელსეწყობაში ბრალდებული პირი სასამართლოში სპეცრაზმელების გაძლიერებული დაცვის თანხლებით შეიყვანეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ტოხოსაშვილს 10-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის.