გირლანდები გმირების ფოტოების ნაცვლად - კალაძის გზავნილი უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის

09.12.22 20:32
გირლანდები გმირების ფოტოების ნაცვლად - კალაძის გზავნილი უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის

კახა კალაძის გზავნილი ომში გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახებისთვის.  თბილისის მერმა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ცენტრალურ ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათა.

რუსთაველის გამზირზე უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების ფოტოების ნაცვლად საზეიმო გირლანდები და განათება განათავსეს.

კახი კალაძეს არც კი უფიქრია, რამდენიმე დღით მაინც გადაედო საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიება და ფრონტის ხაზიდან ოკუპანტის მიერ მოკლული ქართველი მებრძოლების ცხედრების გადმოსვენებას დალოდებოდა.

ამ ზეიმიდან რამდენიმე მეტრში, თავისუფლების მოედანზე, კი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.