ვინ იქნება პირველი მოწმე, ვინც სააკაშვილის პროცესზე დაიკითხება - რა გაუმხილა "პირველებს" ადვოკატმა
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პირველი მოწმე, ვინც სასამართლო პროცესზე დაიკითხება, "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი იქნება.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე საუბრობს იმ განკარგულებაზეც, რომელიც მოსამართლე არევაძემ მესამე პრეზიდენტის პროცესზე დასწრების შესახებ აგსცა და ამბობს, რომ სააკაშვილის სხდომას მინიმუმ დისტანციურად, ჩართვის სახით მაიცნ დაესწრება.
"აწი იწყება მოწმეთა დაკითხვის პროცესი. საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი. პირველი ეტაპი გავიარეთ, თავიდან სხდომები დოკუმენტებთან დაკავშირებულია ასე მიმდინარეობს, მაგრამ აწი უფრო აქტიური სხდომები იქნება. პირველი მოწმე ვინც დაიკითხება, იქნება მარიამ ჯიშკარიანი. მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მოხდეს ორგანიზება, სააკაშვილის მინიმუმ დისტანციურად ჩართვის მაინც“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.
მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესი 14 დეკემბერს ჩანიშნა.