როგორ გითხრათ, დაესწრება თუ არა სასამართლოს, როცა ადამიანი ყოველდღე შეიძლება აღარ იყოს - ალასანია
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია "ვივა მედში" შვილის მოსანახულებლად მივიდა.
ალასანიას თქმით, მან არ იცის წინასწარ, დაესწრება თუ არა მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას, რადგან სააკაშვილის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და ყოველდღე მოსალოდნელია, რომ ის აღარ იყოს.
„ჩვენ გვეჩქარებოდა ამ პროცესის გამართვა, მეც და ჩემს შვილსაც, მაგრამ გადაიდო,. გადაიდო და რა ვქნათ, ის წარსდგება თუ არა სასამართლოს წინაშე და ისაუბრებს არ ვიცი, რადგან, ყოველ დღე შეიძლება ადამიანი აღარ იყოს. ასეთ მდგომარეობაშია და არ ვიცი, ვნახოთ, რას შეძლებს და როგორ“. - ამბობს გიული ალასანია.