ჯაბა ხოფერიას პანაშვიდზე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა
ლანჩხუთში გლოვაა. დილიდან ხოფერიების ოჯახი სამძიმრებს იღებს.
უკრიანში დაღუპული ახალგაზრდა მებრძოლისთვის პატივის მისაგებად მიდიან რიგითი მოქალაქეები, სამხედროები, გენერლები და პოლიტკოსებიც.
ჯაბა ხოფერიას პანაშვიდზე გამოჩნდა ქვეყნის ექს-პრემიერიც, თუმცა მამუკა ბახტაძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
რამდენიმე საათში ჯაბა ხოფერიას უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.