სანამ "ოცნება" ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გაბედავს, მათი პატრონი პუტინი ტრიბუნალზე წარსდგება - ქართველი მებრძოლი

10.12.22 14:12
სანამ "ოცნება" ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გაბედავს, მათი პატრონი პუტინი ტრიბუნალზე წარსდგება - ქართველი მებრძოლი

უკრიანაში დაღუპული ახალგაზრდა მებრძოლის, ჯაბა ხოფერიას პატივის მისაგებად უკრაინაში მებრძლი ქართველი ჯარისკაცებიც იმყოფებიან.

მათი თქმით, ისინი უკრაინაშ ბრძლით საქართველოს საქმეს აკეთებენ და ხელისუფლება ვერ გაბედავს, რომ მათ მოქალაქეობა წაართვას.

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ჩვენ ვიბრძით ჩვენი სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ეს არის პასუხი საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე. სანამ ესენი ჩვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გაბედავენ და იკადრებენ, მანამ მათი პატრონი კრემლში, ტერორისტი პუტინი, თავის მკვლელ პატრიარქ კირილთან ერთად საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე წარსდგებიან. მათ შორის, „ქართული ოცნების“ მესვეურებიც იქნებიან". - ამბობს ქართველი მებრძოლი ბესარიონ ბენდელიანი.