ფოტოების გავრცელება მტრული განზრახვით მოხდა, ჩემს შვილს ინფორმაცია არ ჰქონდა, ტელევიზორით გაიგო - ალასანია
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ფოტოების გავრცელება მტრული განზრახვით მოხდა.
მესამე პრეზიდენტის დედა აღშფოთებული და ამბობს, რომ სააკაშვილი არა 10 კილოგრამით ნაკლებს, არამედ 25 კილოგრამით ნაკლებს იწონის ამჟამად.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა, ტელევოზორით შეიტყო ფოტოების გავრცელების შესახებ.
„ჩემს შვილს ეს ინფორმაცია არ ჰქონდა. ახლა, როგორც ყოველთვის იწვა. მის გვერდით ვიჯექი. ტელევიზორში ჩართული იყო კიევი და უცბად უკრაინა აჩვენებს ამ ფოტოებს. ამბობენ, რომ იმასთან შედარებით 10 კილო აქვს დაკლებული. უკაცრავად, 10 კი არა, 25 კილო აქვს დაკლებული. ლანდიც აღარ არის, რაც იყო. ვინც ეს გაავრცელა, ეს არის მტრული განზრახვით გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ მშვენივრად არის. მე არ ვიცი, როგორ მოხდა ფოტოების გავრცელება, ძალიან გაკვირვებული ვარ. ვიღაცამ ამერიკელ ადვოკატსაც კი დაურეკა და კაცი აღშფოთებული იყო, მე არავითარი სურათი თვალით არ მქონდა ნანახიო. ვიღაცას უთქვამს ოჯახმა გაავრცელაო, რომელმა ოჯახმა, ძალიან მაინტერესებს. საიდან მქონდა მე, საიდან მიმესვლებოდა. ეს მასალები დალუქული შედის სასამართლოში და შემდეგ მხოლოდ ადვოკატს აქვს უფლება. გავრცელებაზე არავის თანხმობა არ იყო. ჩემს თვალწინ პირველად დაინახა“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.