კომენდანტის საათის გადაწევა, ან მოხსნა არ იგეგმება - ეკატერინე ტიკარაძე

28.04.21 18:02
კომენდანტის საათის გადაწევა, ან მოხსნა არ იგეგმება - ეკატერინე  ტიკარაძე

კომენდანტის საათის გადაწევა არ იგეგმება, - ჯანდაცვის მინისტრმა უმრავლესობის დეპუტატის შეკითხვას პასუხი გასცა.

ამ ეტაპისთვის კომენდანტის  თუნდაც ერთი საათით წინ, ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ იმავე ეფექტს. კომენდანტის საათის კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით", -განაცხადა ტიკარაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ,,ოცნების" დეპუტატმა, დავით კაჭარავამ, ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, იგეგმება თუ არა კომენდანტის საათის გადაწევა, ან გაუქმება.