სისხლიანი გარჩევა მეტადონის გამო - გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 67 წლის კაცი დააკავა
ლანჩხუთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ 67 წლის კაცი დააკავა. ბრალდებული ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
წყარო "პირველებს" უყვება, რომ სოფელ ჭანჭალში სისხლიანი გარჩევა მეტადონის გამო მოხდა. ირკვევა ისიც, რომ ბრალდებული მეზობელ სოფელში ცხოვრობდა, თუმცა ჭანჭალში ხშირად ჩამოდიოდა, რადგან მეგობრობდა მოკლულთანაც და სხვა მეზობლებთანაც.
კონფლიქტური პიროვნება არასდროს ყოფილა... ჰქონდათ ურთიერთობა ერთმანეთთან ნორმალური და ჩვეულებრივი და რა მოხდა არ ვიცი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
"პირველებმა"ა სევე გაარკვია, რომ დაჭირილი თავის გადარცენას და გაქცევას ცდილობდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებაც სწორედ მანვე მოახერხა.
ჩოხატაურის კლინიკის ექიმი, სადაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაზარალებული გადაიყვანა, ამბობს, რომ პაცინეტი საავადმყოფოშ მიყვანისას უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო.
ზაზა წულაძის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. მოკლულს დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.