თუ მეოთხედაც შეიგინა, 2 ათასი ლარით კი არ დავაჯარიმოთ, დავიჭიროთ - ფრიდონ ინჯიას ახალი ინიციატივა
„ერთხელ 1000 ლარამდე, მეორეჯერ 2000 ლარამდე, მესამედ და მეოთხეჯერაც თუ გააკეთა, კვლავ 2000-2000 ლარით კი არ უნდა დავაჯარიმოთ, 6 თვით თავისუფლება უნდა აღვუკვეთოთ - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.
ზედმეტმა ლიბერალურმა მიდგომამ ქვეყანა დაანგრია, დედის გინება ჩვეულებრივი სალაპარაკო ენა გახდა, ეს ყველაზე მოქმედებს, ოჯახზე, ბავშვზე. მე მიმაჩნია უფრო უნდა გამკაცრდეს კანონი. აქ წერია, გინებაზე ჯარიმა ერთხელ 1000 ლარი, მეორედ 2 ათასი ლარი, ისე გაუფასურდა ჩვენი ლარი, სხვა ვალუტა უფრო უპრიანი იქნება. მე მიმაჩნია, 2 ათასი ლარი ცოტაა, მინიმუმ 6 თვით უნდა აღვუკვეთოთ თავისუფლება - აღნიშნა ,,ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა.