კორპუსი სკვერის ნაცვლად - ნიშნიანიძის ქუჩის მცხოვრებლები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ
პროტესტი მშენებლობის წინააღმდეგ - შოთა ნიშნიანიძის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. საქმე ეხება 19 ნომერში სკვერის ნაცვლად კორპუსის აშენების საკითხს.
ადგილობრივები თბილისის მერიას სამდღიან ვადას აძლევენ: თუ ნიშნიანიძის ქუჩაზე რკინის ღობე არ მოიხსნება, ხალხი პროტესტით იმუქრება.
ჰპირდებიან მოსახლეობას და მათ შორის მე, სატელეფონო ზარით, რომ თითქოსდა იქნება სკვერიც და მშენებლობაც და ამ პატარა ტერიტორიაზე ორივე როგორ შენარჩუნდება და როგორ იქნება განხორციელებული წარმოუდგენელია, ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ და ვაძლევთ ოთხშაბათამდე დროს, ან კეთილი ინებონ და მისცენ მოსახლეობას, რომ ერთადერთი სკვერი ნიშნიანიძის ქუჩაზე იქნება შენარჩუნებული და ამის დოკუემნტაცია იქნება წრამოდგენილი და აბრა, რომელიც არ არის წარმოდგენილი ან აქციები მიიღებს უკვე პერმანენტულ ხასიათს, - ამბობს „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც ადგილზე მივიდა.