სისხლიანი გარჩევა გურიაში - 46 წლის კაცი მეგობარმა ნარკოტიკის გამო მოკლა

11.12.22 20:20
სისხლიანი გარჩევა გურიაში - 46 წლის კაცი მეგობარმა ნარკოტიკის გამო მოკლა

სისხლიანი გარჩევა გურიაში - მეგობარმა მეგობარი ნარკოტიკის გამო მოკლა. 46 წლის კაცს ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით ათი ჭრილობა მიაყენეს. დაჭრილმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად გამოიძახა. ექიმებმა პაციენტის გადარჩენა ვერ შეძლეს. ზაზა წულაძე ჩოხატაურის კლინიკაში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.

ცხედარი უკვე სალხშია გადასვენებული. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც. ის ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. 

გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.

უფრო მეტი ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.