რუსეთის აგენტები დიპლომატების საფარქვეშ - "ინსაიდერმა" საქართველოში მოქმედი რუსი აგენტები გაშიფრა
დიპლომატების საფარქვეშ რუსეთის აგენტები იპოვეს. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შედეგად ორი რუსი აგენტია გამოვლენილი. ისინი თბილისში, შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში მუშაობენ. ერთ-ერთი გრუ-ს პოლკოვნიკია. სერგეი ჟემჩუჟნიკოვი ახლაც თბილისში იმყოფება და დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობს.
რუსეთის აგენტურაში მხილებული კაცი ოფიციალურად მდივნის სტატუსს ატარებს და სადაზვერვო საქმიანობას დაუფარავად ეწევა, თუცმა ქართული სპეცსამსახურებისთვის ეს ფაქტი ნაკლებად საინტერესოა. უკვე ათი წელია კონტრდაზვერვის იურისდიქცია რუს ჯაშუშებზე არ ვრცელდება.
უფრო ვრცლად რუსი აგენტების შესახებ ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.