გავლენიანი ჯგუფები სასამართლო სისტემაში - პარლამენტში ანა აბაშიძეს უსმენენ
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატები დღეს 6 კანდიდატს მოუსმენენ. ამ წუთებში დეპუტატები ანა აბაშიძეს უსმენენ. აბაშიძე სწორედ ის კანდიდატია, რომელიც პარალელურად, სახალხო დამცველობისთვისაც იბრძვის.
კანდიდატმა საკუთარ გამოსვლაში აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლება არსებობს, რომლებიც გარკვეულ საქმეეებზე გავლენას ახდენენ.
ამ მოწყობაში რომ არსებობდეს გავლენის ჯგუფები, დაშვება რომ გავაკეთოთ, შეძლებდნენ თუ არა ეს გავლენის ჯგუფები ძალაუფლების კონსოლიდირებას? ჩემო მოსაზრებით, მოცემულობაში, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქცები მაქვს მხედველობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები და წესები, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად შეიძლება ძალაუფდლების კონსოლიდირება მხოლოდ ერთ ვიწრო ჯგუფზე. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გვაქვს როგორ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა სხვადასხვა გავლენის მქონე ძლიერ ძლევამოსილ მოსამართლეებს. მისაწვდომობის პრობლემა აქვს სასამართლოს, ინფრასტრუქტურიდან დაწყებული შინაარსობრივად, მათ შორის, პროცედურები და ა.შ. არ არის ორიენტირებული ყველა მოქალაქეზე, - თქვა აბაშიძემ.
"ქართული ოცნების" წევრებმა აბაშიძეს კიტხვები სასამართლო კლანის ირგვლივ დაუსვეს და ჰკითხეს, რას გულისხმობდა ის სიტყვა "გავლენიანში". ამასთან, დეპუტატებმა ხაზი გაუსვეს, რომ იუსტიციის სასამართლოში არა გავლენები, არამედ კოლეგიალური მუშაობაა.
უმაღლესს საბჭოში ხუთი ვაკანტური ადგილია, კანდიდატი კი 32. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კიდევ რამდენიმე კანდიდატს გაესაუბრება.