ქვეყანა ომბუდსმენის გარეშე - "ოცნება" სახალხო დამცველის დამტკიცებას აჭიანურებს
"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის დამტკიცებას აჭიანურებს. არაფორმალური კონსულტაციების მიუხედავად, მმართველმა გუნდი და ოპოზიცია კანდიდატზე ისევ ვერ შეჯერდა.
ცოტა ხნის წინ მმართველმა "ოცნების" წარმომადგენელმა თქვა, რომ დღეს ოპოზიციასთან ომბუდსმენის საკითხზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიმართოს. სახელისუფლებო გუნდში ასევე აცხადებენ, რომ ნებისმიერ კანდიდატზე მსჯელობისთვის მზად არიან, მხოლოდ საუბარი უნდა იყოს ისეთ კანდიდატზე, რომელსაც "ქართული ოცნების" ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
დღეიდან უკვე ოპოზიციის მთელი შემდგენლობა ფორმალურად, ოფიციალურად ჩაერთვება ამ პროცესში. არავითარი წინაპირობა არ გვაქვს შეთანხმებისთვის გარდა ერთისა, ვინც პარლამენტს ამ პროცესშ შერჩევის არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავისი ხედვები, ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერი კანდიდატზე დავილაპარაკოთ, - თქვა ბექა დავითულიანმა.
ოპოზიციაკი კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ისეთი კანდიდატის შერჩევას ცდილობს, რომელიც მმართველი გუნდისთვის იქნება მიასღები.
სახალხო დამცველობის კანდიდატები კი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს ელოდებიან. მათი ანწილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პროცესი გააზრებულად წარიმართოს და ისეთი კანდიდატი იქნეს არჩეული, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს დააკმაყოფილებს.
დაფიქრებულიდა ცოტა გაწელილი შედეგი მირჩევნია მე პირადად, ვიდრე ნაჩქარევი და მოლაპარაკების გარეშე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილებას. ამიტომ, იმედია, რომ ძალიან მალე დასრულდება უკვე ეს შეთანხმებები. ამ წუთას არის ორი რამ, პირველ რიგში, ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი, კვალიფიციური და აპოლიტიკური სახალხო დამცველი და მეორე, არანაკლებს მნიშვნელოვანი ამოცანა არის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის სწორედ ასეთი სახალხო დამცველის ყოლა, - თქვა ანა აბაშიძემ.
მთელი ეს პროცესი მაქსიმალურად ჭიანურდება და რჩება შტაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობს შეაჩეროს არცევანი ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მარტივად კონტროლირებადი და რომლის კონტროლსაც შეძლებს, - თქვა ენმ-ს წევრმა ანა წითლიძემ.
ჯერჯერობით უცნობია, რომელ საათზე გაიმართება პარლამენტში მხარეებს შორის კონსულტაციები.