მასშტაბური სპეცოპერაცია სტრასბურგში - ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

28.04.21 08:55
 მასშტაბური სპეცოპერაცია სტრასბურგში - ტერორიზმის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

მასშტაბური სპეცოპერაცია სტრასბურგში - უმძიმესი ბრალდებით აყვანილი 7-დან 1 დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.  ფრანგი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები სირიელ ტერორისტებთან პირდაპირ კავშირში იმყოფებოდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით,  ბრალდებულები ჩეჩნური თემის წევრები არიან, მათგან 6 რუსეთშია დაბადებული, ერთი კი- საქართველოში. დაკავებულებს ტერორიზმთან კავშირს, ასევე სირიაში ყოფნას და ჯიჰადისტურ ქსელში ჩართულობას ედავებიან.

ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებული, ალაუდინ გაურგაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ცხოვრობდა, სანამ საფრანგეთში ოჯახთან ერთად თავშესაფარს მიიღებდა. 

"პირველების" ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დუსის კიდევ ერთი მკვიდრი,  გია ქავთარაშვილი, იგივე "მუჰამედი" დააკავეს. ეს უკანასკნელი რუსეთის მოქალაქეა და პანკისის ხეობა წლების წინ დატოვა. 

ალაუდინ გაურგაშვილის ოჯახის წევრები 40 წლის მამაკაცის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა ტერორისტულ ორგანიზაციასთან მის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ.