ცათამბჯენები სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად - ობიექტი ხელში "ოცნების" მხარდამჭერმა ჩაიგდო

12.12.22 19:21
ცათამბჯენები სპორტის უნივერსიტეტის ნაცვლად - ობიექტი ხელში "ოცნების" მხარდამჭერმა  ჩაიგდო

სპორტის უნივერსიტეტის შენობა გაიყიდა. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე მდებარე სასწავლებელი და მისი 18 ათასი კვადრატული მეტრი მიწა ხელში "ქართული ოცნების" გულმხურვალე მხარდამჭერმა ჩაიგდო.

ბიზნესმენმა ნოშრევან ნამორაძემ  ობიექტში 11 მილიონი გადაიხადა და უკვე ცნოვბილია, რომ ჭავჭავაძის გამზირის ეს დარჩენილი მონაკვეთიც ცათამჯენების პოლიგონად იქცევა.

ახალ საცხოვრებელ კორპუსებს არა მხოლოდ დედაქალქის იერსახე, არამედ აფხაზეთიდან დევნილებიც ეწირებიან.  ჯერ გაურკვეველია იმ ხალხის  ბედი, რომლებიც თავის დროზე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობაში შეასახლეს. ამ დრომდე დევნილებს  არც სახელმწიფოსგან და არც ინვესტორისგან არანაირი შეთავაზება არ მიუღიათ. ახლა ყველა ელოდება, როდის გამოასახლებენ მათ იმ ფართებიდან, სადაც წლებია უკვე ცხოვრობენ.

უფრო მეტი ნახეთ რეპორტაჟში.