531 ამპულა ნარკოტიკული საშუალება 2 კვირაში - გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

13.12.22 11:48
531 ამპულა ნარკოტიკული საშუალება 2 კვირაში - გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს

531 ამპულა ფენტალინი მხოლოდ ორ კვირაში. 20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ოჯახი ექიმების დასჯას ითხოვს.

ვახტანგ ჩარკვიანი, რომელიც რეპუბლიკურ საავდმყოფოში კოვიდის დიაგნოზით შეიყვანეს, ოჯახის მტკიცებით, ნარკოტიკების ზეოდირებით გარდაიცვალა, ექიმებმა კი სამედიცინო ისტორია გააყალბეს.

დადასტურდა გამაოგნებელი ფაქტები. 531 ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება გაუკეთეს ჩემს შვილს ინტრავენურად. ნარკოტიკების ჟურნალით, რომელიც ამოღებულია გამოძიების მიერ, დათვლილი მიყო 567 ამპულა. ამას დამატებული მინაზოლანი, მორფინი, კეტამინი.ისტორიაში ბრატომღაც არ არის ჰაროპერიდოლი, რომელსაც უკეთებდნენ ჩემს შვილს.

ერთ კითხვას ვსვამ, რატომ მომიკლეს თეთრხალათიანმა ჯალათებმა ჩემი შვილი? - ამბობს ფეხბურთელის მამა.

ის, რასაც აქამდე გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა ვარაუდობდა, ახლა დოკუმენტებით დასტურდება.  ვახტანგ ჩარკვიანის საქმის გამომძიებლის მიერ შედგენილი ამ ოქმით დგინდება, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტს რესპუბლიკურ საავადმყოფოში  ძლიერ მოქმედი ნარკოტიკული საშუალებები ჭარბი დოზა გაუკეთეს. მხოლოდ ორ კვირაში უგონოდ მყოფ პაციენტს 531 ამპულა ფენტალინი მისცეს, გარდა ამისა, სამკურნალოდ იყენებდნენ ,,მორფინს" და ფსიქოტროპულ საშუალებებსაც.

გარადაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ამტკიცებს, რომ სავარუდო დამნაშავე მედიკოსები იდენტიფირებულები არიან, თუმცა მათ საგამოძიებო უწყება არ აკავებს.

,,პირველების" ინფორმაციით სავარაუდო დამნაშავე ექიმთა წრე 7-დან 10-მდე გაფართოვდა, დასჯის ნაცვლად კი მედიკოსებს სიტყივიერი გაფრთხილება მისცეს.

ხვალ ჩარკვიანების ოჯახი ადვოკატებთან ერთად გენერალურ პროკურატურასთან საგანგებო ბრიფინგს გამართავს.