ნამახვანში მინისტრებს ელოდებიან - მოსახლეობა პროტესტს არ წყვეტს

05.03.21 11:27
ნამახვანში მინისტრებს ელოდებიან - მოსახლეობა პროტესტს არ წყვეტს

ნამახვანში მინისტრებს ელოდებიან.  მთავრობის წარმომადგენლები "ნამახვან ჰესის" მშენებლობასთან დაკავშირებით რიონის ხეობაში ადგილობრივებს შეხვდებიან. მოსახლობის წუხილს დღეს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მოისმენენ. ნათია თურნავას დღეს მოუწევს ახსნა, რატომ არ ასაჯაროვებდნენ 2 წლის მანძილზე ხელშეკრულების პირობებს რომლის მიხედვითაც სახელწიფოს ვალდებულებების მთელი პაკეტი აქვს აღებული თურქულ კომპანია ,,ენკასთან". ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, გეოლოგები კი მთავრობას ურჩევენ შეაჩერონ ნამახვანის  მშენებლობა, რადგან რისკები დაუთვლელია. 

არავითარი კვლევა ჩატარებული არ არის და ეს ძალიან ძვირი დაუჯდება სახელმწიფოს. სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია ეს და ასე მარტივად ნუ ვუყურებთ, ჩვენ დავზარალდებით. პასუხისმგებლობა გაყვება თაობებს. გეოლოგიური კუთხით არაფრით აქ არ შეიძლება ამხელა აქ 105 მეტრი კაშხალის ჩადგამა, ეს არის დიდი რისკი, რისკი დაუთვლელია. ამხელა მასის დატვირთვა აღძრავს დამატებით პროცესებს, ენგურზე დატვირთვის შემდეგ მოხდა ფონური მიწისძვრები, დაიწყება აქაც და არ ვიცით რა მოხდება, - ამბობს გეოლოგი  თეა გოდოლაძე. 

მინისტრები ნამახვანში პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩადიან. ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია მოსახლოებასთან აქტიური კომუნიკაცია და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა.